„დავითიანნისა“ და „წიგნის მეგობრების“ კლუბის ორგანიზებით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართა წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაესწრო. ღონისძიება მიეძღვნა თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდესს ქართველ შემოქმედსა და კლასიკოსს მწერალ გურამ დოჩანაშვილს. ახალგაზრდებმა წაიკითხეს მისი ნაწარმოები -„მუსიკოსი“. ამავე ნაწარმოებზე ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 5 გამარჯვებული, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები, წიგნების მაღაზიათა […]
“ისე, ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია — გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია… “ გურამ დოჩანაშვილი
დავითიანნმა და “წგინის მეგობრების კლუბმა” დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაესწრო .თავდაპირველად წაკითხულ იქნა ბიბლიის მე–2 თავი. ახალგაზრდებმა პოეტ დავით მაღრაძესთან ერთად, განიხილეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ცნობილი მსახიოებები გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, […]
” ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას. ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება!” გაბრიელ გარსია მარკესი
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპულ და დაშავებულ ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით. სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს. საქართველო გმირების ქვეყანაა. ასე გვიცნობს მთელი მსოფლიო. ჩვენც ვალდებულები ვართ ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი ადათით, წესებით, კულტურით პატივი ვცეთ ჩვენს გმირ წინაპრებს. ნათელში იყოს მათი სულები.
ქეთი ბურჯანაძე – ერთგული დავითიანნელი ქეთი არცთუ ისე დიდი ხანია, რაც დავითიანნშია. ის პირველად პროექტში „ ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ ჩაერთო და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ქეთი არის ჭკვიანი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული. ურთიერთობებში ის არის ძალიან თბილი და მეგობრული.