გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს! ღვთისმშობლის მფარველობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს. – – – ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია […]
კვირას, 22 სექტემბერს, 16:00 საათზე კინოკლუბი „მზესუმზირა“ განაახლებს მუშაობას ფილმით THE GREAT GATSBY. ფილმის შესახებ: ფილმში მოქმედება მეოცე საუკუნის ოციანი წლების ნიუ იორკში ვითარდება. ის გამოუცნობი მილიონერის დრამატულ ცხოვრებას, წარმატებასა და სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს… ფილმი არის დრამა, გადაღებულია 2013 წელს, მთავარ როლში კი ლეონარდო დი კაპრიოა.
დავითიანნის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სოციალურ საკითხთა კომიტეტი აცხადებს წევრთა მიღებას! მონაწილეობის მიღება შესარჩევ ტურზე შეუძლიათ : ნებისმიერი ფაკულტეტის და უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭებათ პროფესიით: სოციალური მუშაკებს, სოციოლოგებს და იურისტებს. ამისთვის გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მოცემულ მეილზე davitianni.socialcommittee@hotmail.com კომიტეტის მიზანია : საქართველოში სოციალური პრობლემების აღმოფხვრის ხელშეწყობა ინფორმირებისა და აქტივობების გზით. ახალგაზრდებში სოციალური საკითხების პოპულარიზაცია და მათთი […]
ვიქტორ ჰიუგო: ,,მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო -ეს მოვალეობაა.”
ნელი შავლაძე – დავითიანნის აღმოჩენა ნელი დავითიანნში უკვე წელიწადზე მეტია რაც არის. თავდაპირველად მისი საქმიანობა დავითიანნის სხვადასხვა მიმართულებებში ჩართულობას მოიცავდა. ამჟამად ნელი წარმატებით ხელმძღვანელობს ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზ ,,დოქტრინა“-ს სალექციო კურსს, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებში. ნელი არის ძალიან მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული ადამიანი. ის ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და ძალ-ღონეს არ იშურებს მის […]
9 ივლისს დავითიანნის კულტურული მემკვიდრეობის წევრები ექსპედიციით იმყოფებოდნენ გურჯაანის რაიონში. მათ მოინახულეს როგორც საკულტო, ისე საერო ნაგებობები და ამავე დროს სასახლეებიც. აი რას გვიამბობენ ექსპედიციის წევრები: უპირველესად უნდა აღინიშნოს ვაჩნაძიანის კომპლექსი, სადაც შემორჩენილია სასახლის დიდი ნაწილი. მის მახლობლად, რამდენიმე მეტრის მოშორებით კი სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც ასევე საკმაოდ კარგადაა შემონახული. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ სამეცნიერო ლიტერატურაში […]
“ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი – ყველაფერი.” – ლაროშფუკო
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მსურველს, ვისაც უყვარს წიგნი და აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა კლუბის სხვადასხვა აქტივობაში. ———- აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა არის 1 აგვისტო. აპლიკაცია
16 ივლისს, 16:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი”-ს ორგანიზებით გაიმართა კონკურსის “ლორე-ტაშირის ქართული ძეგლები” დასკვნითი ღონისძიება. კონკურსი მიზნად ისახავდა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლასა და მათ პოპულარიზაციას. აღნიშნული კონკურსი ჩატარდა 2012 წელს და მასში მონაწილეობა მიიღო 76-მა კონკურსანტმა. კონკურსის შედეგად
15 ივლისს, ორშაბათს 18:00სთ-ზე ჩატარდება დავითიანნთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი ,,დოქტრინა“-ს სალექციო კურსის დასკვნითი ლექცია თემაზე: პირველადი დახმარება . აგრეთვე გაიმართება პრეზენტაცია გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის „112“-ის შესახებ. ლექციას წაიკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციებზე სამედიცინო რეაგირებისა და მართვის სასწავლო ცენტრის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი იოსებ მაისურაძე, ხოლო პრეზენტაციას წარადგენს „112“-ის წარმომადგენელი ანა […]