კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

მარიამ ნოზაძე – ერთგული დავითიანნელი

მარიამ ნოზაძე – ერთგული დავითიანნელი
უკვე წელიწადზე მეტია, რაც მარიამი „დავითიანნშია“. პირველად ის კინოკლობი „მზესუმზირის“ პროექტში ჩაერთო. შემდეგ იყო ღონისძიება „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“, რომლის განხორციელებაშიც მარიამმა დიდი წვლილი შეიტანა. ამჟამად ის გახლავთ Doctrina Business Review-ს მენეჯერი.
მარიამი არის შრომისმოყვარე. ის არ უშინდება სიძნელეებს და ყოველთვის წინ მიიწევს. გამოირჩევა პასუხისმგებლობის გრძნობით, გულმოდგინედ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. ბევრი დაბრკოლების მიეხედავად, მარიამი მაინც აღწევს სასურველ შედეგს. როგორც მას მეგობრები ახასიათებენ, არის ძალიან თბილი, მხიარული, უკონფლიქტო და რაც მთავარია ერთგული. გვჯერა, რომ მარიამი „დავითიანნთან“ ერთად ბევრ წარმატებას მიაღწევს და ერთ-ერთი საამაყო დავითიანელი გახდება.


მარიამი – დავითიანნზე
„დავითიანნი“ ჩემთვის არის მეორე სახლი. ეს არის ადგილი, სადაც ყველა შინაურია, ყველა შენი მეგობარია, ყველა გულწრფელია… სადაც სულ მხიარულებაა, ჭეშმარიტებაა, რწმენაა, ენერგიაა და ახალგაზრდული სული ტრიალებს. ეს არის ადგილი, რომელსაც ალბათ ვერასდროს დატოვებ. ყოველი ნაბიჯით აცნობიერებ, რომ რაღაც დიდს ემსახურები და ეს მეტ ძალას გმატებს, მეტი იშრომო და მიაღწიო მიზნებს, რომელიც კეთილ საქმეს ემსახურება და გრძნობ, რისთვისაც აკეთებ ამას. „დავითიანნი“ არის ახალგაზრდობა, მიზანსწრაფულობა, წინსვლა, წარმატება.

Previous წიგნის კითხვის დღე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.