კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

ქეთი ბურჯანაძე – ერთგული დავითიანნელი

ქეთი ბურჯანაძე – ერთგული დავითიანნელი

ქეთი არცთუ ისე დიდი ხანია, რაც დავითიანნშია. ის პირველად პროექტში „ ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ ჩაერთო და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ქეთი არის ჭკვიანი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული. ურთიერთობებში ის არის ძალიან თბილი და მეგობრული.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთი ძალიან დაკავებულია და პარალელურად სხვა საქმიანობებსაც ეწევა, დავითიანნთან თანამშრომლობა მას არ გაუწყვეტია. ამ ეტაპზე იგი ხელმძღვანელობს პროექტს „ წიგნის მეგობრები“, რომელიც დავითიანნის, ლიტერატურული კლუბი “დალკისა” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. დავითიანნი ქეთის მადლობას უხდის თანამშრომლობისა და ერთგულებისთვის.

ქეთი – დავითიანნზე

“დავითიანნი“ ჩემთვის სიყვარულისა და მეგობრობის სიმბოლოა, სულიერებითა და შრომისმოყვარეობით სავსე ადგილი. დიდი ხანი არ არის რაც ამ დიდ სამეგობროს შევუერთდი, თუმცა უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი და უძვირფასესი ნაწილი გახდა. „დავითიანნი“ ძალიან კარგ და კეთილ საქმეს ემსახურება და მეც იმედი მაქვს, რომ ჩემი თანამშრომლობით გარკვეულ წვლილს შევიტან ამ საღმრთო საქმეში.
წარმატებებს ვუსურვებ დავითიანნს და ყველა დავითიანნელს…

Previous პროექტი „გახდი გარემოსდამცველი“

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.