კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

''სენდის'' თავდასხმა შეერთებულ შტატებზე

”სენდის” თავდასხმა შეერთებულ შტატებზე

ტროპიკული ქარიშხალი ‘’სენდი’’ 30 ოქტომბერს ღამე დაატყდა თავს აშშ-ს სამხრეთ სანაპიროს. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონეკტიკუტის შტატები. სტიქიის გამო ჩაიშალა სატრანსპორტო მიმოსვლა და მოხდა მასიურად ელექტროენერგიის გათიშვა, კერძოდ, მანჰეტენზე. შაბათს, როგორც ენერგეტიკის კომპანია Consolidated Edison-მა განაცხადა, ნიუ-ორკის დიდ ნაწილზე უკვე მოხერხდა სინათლის ჩართვა.

როგორც NBC News-ს იტყობინება, პარასკევს, 2 ნოემბერს, ‘’სენდის’’ მსხვერპლთა რიცხვმა 109 ადამიანი შეადგინა. დაახლოებით 40 მათგანი გარდაიცვალა. მერმა მაიკლ ბლუმბერგმა კი განაცხადა, რომ ამ რიცხვის გაზრდა მოსალოდნელია.

მიყენებული ეკონომიკური ზარალი, რომელიც შეერთებულ შტატებს თავს დაატყდა, მეორე ადგილს იკავებს ტროპიკული ქარების ისტორიაში ‘’კატრინას’’ შემდეგ. ‘’სენდი’’ ქვეყანას 30-50 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

 

Previous გამოკითხვა აზარტულ თამაშებზე

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.