კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

პროექტი „ტალანტი“

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული

ახალგაზრდული მოძრაობა

„დავითიანნი“ და საინიციატივო ჯგუფი „მაძიებელი“

  1. ი წ ყ ე ბ ს პ რ ო ე ქ ტ ს „ტ ა ლ ა ნ ტ ი“

როექტის მიზანია განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლე_ახალგაზრდების გამოვლენა, მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი ნიჭის რეალიზების ხელშეწყობა.

როექტი ხელს შეუწყობს ნიჭიერ ბავშვებს ერთმანეთთან დაახლოებაში. თანატოლის წარმატებების გასაცნობად გაიმართება სისტემატური შეხვედრები, ღონისძიებები, პრეზენტაციები, გამოფენა-გაყიდვები, კონკურსები, მოეწყობა თემატური და სეზონური ბანაკები. თემატურ მასტერკლასებს ქვეყნის წარმატებული პროფესიონალები წარუძღვებიან. ახალგაზრდები ინფორმირებული იქნებიან ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ სხვადასხვა კონკურსების შესახებ. წელიწადში ერთხელ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, სადაც კიდევ ერთხელ მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება. მოზარდთა ინტერესების შესაბამისად შეიქმნება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, პროფილური კლუბები და სტუდიები. პროექტი დაეხმარება განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს მათი შემოქმედების საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით, წიგნების, კრებულების, კატალოგების, აუდიო და სხვა სახის ბეჭდვითი პროდუქციის გამოშვებაში, გამოფენების მოწყობაში.

რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გაეცნობა განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების საქმიანობის ყოველწლიური მონიტორინგის შედეგებს. გამოვლენილ ახალგაზრდებს მიენიჭებათ „საქართველოს ნიჭიერის“ სტატუსი და გადაეცემათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებული დიპლომი.

ამოვლენილ ახალგაზრდებს ფართო საზოგადოება მასმედიის მეშვეობით გაიცნობს, რაც მათ თანატოლებსაც წაახალისებს.

ანსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების არასტანდარტულობის გათვალისწინებით, სურვილისამებრ, მშობლებისთვის ჩატარდება ფსიქოლოგის კონსულტაციები, რაც მშობელს გაუადვილებს შვილთან ურთიერთობას და დაეხმარება მისი ნიჭის რეალიზებაში.

მივმართავთ სასწავლო დაწესებულებებს, მშობლებსა და დაინტერესებულ პირებს!
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი აღსაზრდელი განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა, შეავსეთ ანკეტა და გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე
davitiannitalent@gmail.com
(შევსებული ანკეტის ფორმა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მისამართზე:
ქ. თბილისი, ელიას მთა, წმინდა სამების
საკათედრო ტაძრის სამრეკლო – ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი”
( ტელ.: 599 88 60 95 )
საკონტაქტო პირი: ლალი გუნია
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოზარდი ერის უმთავრესი მონაპოვარია.
სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ სწორედ ეს ადამიანები ქმნიან კაცობრიობის პროგრესს.
ერთად მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის პროგრესში და
დავუდგეთ გვერდით ნიჭიერ ახალგაზრდებს!

ა ნ კ ე ტ ა

წინა გვერდი “8+1” – პროგრესული თუ რეგრესული რეფორმა?!

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.