საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა
სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს, დავითობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ახალგაზრდული ცენტრის – “ძლევაის” ბაზაზე შეიქმნა.
თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან. დავითიანნმა ორგანიზაციის მფარველი დიდი მეფეების სახელზე უნიკალური ხატი შექმნა, სადაც ერთადაა გამოსახული მეფე დავით აღმაშენებელი და ფსალმუნთა მთქმელი მეფე დავითი.
პირველი დონორები გახდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და IOCC – საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაცია. დროთა განმავლობაში საქმიანობის მასშტაბებიდან გამომდინარე, დონორებისა და პარტნიორების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
დავითიანნის საქმიანობის ძირითადი მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დამკვირდებაა. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზგასასმელია ანტინარკოტიკული და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობა.
დავითიანნის ერთ–ერთ ძირითად ამოცანას სკოლებში ანტინარკოტიკული კლუბების ფორმირების ხელშეწყობა წარმოადგენს, მოზარდი თაობის თავისუფალი დროის შევსება მათთვის საინტერესო აქტივობებით.
ანტინარკოტიკული კუთხით საქმიანობა მოიცავს პირველადი პრევენციული და არაპრევენციული პროგრამების, ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა:
სპორტული ტურნირები, ლიტერატურული მარათონები, ხელნაკეთობათა გამოფენა-კონკურსები, არტ-ფესტივალები, სამეცნიერო კონფერენციები, შეხვედრები საზოგადო მოღვაწეებთან, საქველმოქმედო აქციები, ფართომასშტაბიანი მსვლელობები, საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა, შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები. საგანმანათლებლო მიმართულება მოიცავს ლექციების კურსს ძველ და ახალ აღთქმაზე, კატეხიზმოზე, დეკორატიულ მებაღეობაზე, გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებზე, სემინარებს – ნარკომანიასა და შიდსზე, სამოქალაქო უსაფრთხოებაზე, პირველად სამედიცინო დახმარებაზე, ბიოეთიკაზე, ფოლკლორზე.
თავდაპირველად, ანტინარკოტიკული პროექტის განსახორციელებლად, საპილოტედ თბილისის 7 საჯარო სკოლა შეირჩა. ერთი წლის განმავლობაში საპილოტე პროექტმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ფართო რეზონანსი სხვადასხვა საშუალო სკოლების მხრიდან. სულ უფრო მეტი სკოლა გამოთქვამდა ინტერესს დავითიანნის პროექტებში ჩართულიყო. 2009 წლის 27 თებერვალს შერატონ მეტეხი პალასში სადაც დავითიანნის გასული პერიოდის დაქმიანობები შეჯამდა, დონორებმა გადაწყვეტილება მიიღეს, პროექტის წარამატებულობიდან გამომდინარე, გაზრდილიყო დავითიანნის საქმიანობის მასშატაბები. 2009 წლის II კვარტლიდან დავითიანნმა პროექტების განხორციელება თბილისის 50 საჯარო სკოლაში დაიწყო. სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში დაწესდა გარდამავალი თასები, მოეწყო სამეცნიერო კონფერენციები, საქველმოქმედო აქციები, კონკურსები. ყველა პროექტს, რომელიც დავითიანნმა მიზნად დაისახა რომ განეხორციელებინა, – ხორცი შეესხა. მოცემულ ეტაპზე დავითიანნის საქმიანობაში თბილისის 100 საჯარო სკოლა და უმაღლესი სასწავლებლებია ჩართული. 2010 წლის დასაწყისისთვის დავითიანნს საკუთარი პროექტების განსახორციელებლად, საქმის უკეთესად წარმართვისათვის, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II რუსთაველის 21 ნომერში მდებარე საპატრიარქოს კუთვნილი ტერიტორია განკარგვის უფლებით გადასცა ( ყოფილი საპატრიარქოს ტელევიზიის 2 სართული). სწორედ აღნიშნული ფაქტი და მისი უწმინდესობის ნდობა გახდა განმსაზღვრელი დავითიანნს ჰქონოდა ინტერესი და ებრძოლა, რომ ღირსეულად მოეკიდებინა ფეხი ქართულ საზოგადოებაში და განსაკუთრებით კი მოზარდ თაობაში. ამ ეტაპზე, დავითიანნის ყველა აქტივობა და საქმიანობა რუსთაველის 21 ნომრიდან იმართება, სადაც დავითიანნის სამუშაო ოფისია განლაგებული. გამომდინარე იქიდან, რომ დავითიანნის საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის საკმაოდ დიდი ფინანსური, მატერიალური და ინტელქტუალური რესურსი არის საჭირო, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ კერძო მიმართულებითაც დაიწყო საქმიანობა. ამ თვალსაზრისით, დავითიანნს მიზნად აქვს დასახული, სხვადასხვა წვრილი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყანაში ახალგაზრდული პროექტები განახორციელოს. ამ საქმიანობებში წარმატებისათვის უპირველეს ყოვლისა საზაოგადოების გვერდში დგომაა აუცილებელი, რისი დიდი იმედიც გვაქვს. მოცემულ ეტაპზე დავითიანნი ტურისტული მიმართულებითაც საქმიანობს, გააჩნია საკუთარი სამინანქრე. განსაკუთრებულად ხაზგასასმელია დავითიანნის მოსამზადებელი ცენტრი, სადაც მოზარდები ემზადებიან ეროვნული და საატესტატო გამოცდებისთვის (ფასიანი სწავლება). მოსამზადებელი ცენტრის ფარგლებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის, ასაკის მიუხედავად, დაწყებულია სახარების შემსწავლელი უფასო კურსები (ახალი აღთქმაა, ძველი აღთქმა და კატეხიზმო (მართლმადიდებლური მოძღვრება)). აღნიშნული მიზნად ისახავს მრევლის განათლებას ქრისტიანული, მართლმადიდებლური მიმართულებით.
გაიზარდა რა ორგანიზაციის ავტორიტეტი და სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო დავითიანნის საქმიანობის შესახებ, განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა საქართველოს რეგიონებში დავითიანნის წარმომადგენლობების გახსნასთან დაკავშირებით. რამოდენიმე ღონისძიება განხორციელდა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში და მომავალი თანამშრომლობისთვის პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ახალგაზრდული პროექტები, რომელთაც დავითიანნი ახორციელებს, საკამოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპზე დავითიანნი აქტიურად მუშაობს დონორებთან და ეტაპობრივად რეგიონალური წარმომადგენლობების დაფუძნებაა პრიორიტეტული და დავითიანნის პროექტების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიგვაჩნია, რომ დავითიანნის საქმიანობაში ყველა საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს ჩართული. პროექტის მასშტაბებიდან და მისიიდან გამომდინარე ორგანიზაციას საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რისთვისაც აუცილებელია როგორც სახელმწირო, ისე ბიზნეს სტრუქტურების და საერთაშორისო ორგანიზაციების გვერდში დგომა, უპირველეს ყოვლისა კი ქართული საზოგადოებისა და კონკრეტულად ახალგაზრდების, მათი მშობლების. სწორედ მათ ინტერესებში შედის, რომ დავითიანნი იყოს წარმატებული და შეძლოს ყველა მიზნის ღირსეულად მიღწევა.