ახალგაზრდუი მოძრაობა | ჩვენი ამბები
4979
paged,page-template,page-template-blog-masonry,page-template-blog-masonry-php,page,page-id-4979,paged-14,page-paged-14,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ჩვენი ამბები

პროექტი "წიგნის მეგობრები "

„წიგნის მეგორბრები“ გახლავთ კონკურსი მოსწავლეებისათვის, რომელიც ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. აღნიშნული პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით ხორციელდება. კონკურსი ჩატარდება წელიწადში ერთხელ. როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ...

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის განცხადება 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენები, საზოგადოებაზე მიწოდებული ინფორმაცია და მიწოდების ფორმა იყო საკმაოდ დამთრგუნველი, შეურაცხმყოფელი, მაპროვოცირებელიც რიგ შემთხვევებში. მიგვაჩნია, რომ მედიის და საზოგადოების ყველა წევრის მხრიდან ინფრომაციის მიწოდებაზე და გავრცელებაზე ყველამ უნდა იგრძნოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. აუცილებელია მართებული განმარტებები და არა ფაქტების ტენდენციური, ემოციური, გადაუმოწმებელი...

"დავითის სადროშე" – მერვე ღონისძიება

,,დავითის სადროშე"-მ დევიზიდან გამომდინარე ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" რიგით მერვე ღონისძიება განახორციელა. 19 მაისს მათ მოაწყვეს ლაშქრობა, მცხეთიდან სამი კილომეტრით დაშორებულ არმაზის ციხეზე. სადროშეს წევრები გაეცვნენ ციხის ისტორიას და დაასუფთავეს მისი მიმდებარე ტერიტორია. დავითიანნი სადროშეს წევრებს მადლობა უხდის სადროშეს ფასეულობათა ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი''-ს მსახურების, ერთგულებისა და...

გოეთე – კვირის ფრაზა

გოეთე: "შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის. "...

„გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის“

პროექტი „გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის“ ხორციელდება ორგანიზაცია დავითიანნის გარემოსდაცვითი კომიტეტის მიერ. პროექტი წარმოადგენს არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და მოსწავლეების გააქტიურებას (მე-8 - მე-12 კლასის ჩათვლით) გარემოსდაცვითი მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ჩატარდება 10 სამუშაო-სემინარი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ისწავლონ უფრო მეტი ამ საკითხთან მიმართებაში. მათ შეხვდებიან და გაესაუბრებიან სხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები,...

DBR კვლევის წარდგენა

17 მაისს, პარასკევს, 14:00 საათზე, შ. რუსთაველის 21 ნომერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დარბაზში (I სართულზე), შედგება Doctrina Business Review (DBR) კვლევის წარდგენა თემაზე სოციალური დეპრესიის ინდექსი. პრეზენტაციაზე დაფიქსირდება სოიციალური დეპრესიის ინდექსის მაჩვენებლები საქართველოსთვის და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი). კვლევის...

"დავითის სადროშე" – მეშვიდე ღონისძიება

,,დავითის სადროშემ“ დევიზიდან გამომდინარე ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ რიგით მეშვიდე ღონისძიება განახორციელა. 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადროშეს წევრები ესტუმრნენ ძეგვის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს. იქ მყოფებს მიულოცეს ანდრიაობა და უჩვენეს ფილმი ანდრია პირველწოდებულის შესახებ. ასევე საჩუქრად გადასცეს დავითიანნის ხატები, ბავშვებს კი გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით...

დავითიანნმა "თამარის სადროშე" დააფუძნა

დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს, ახალგაზრდულმა მოძრაობა დავითიანნმა, წევრი მანდილოსნების ინიციატივით, „თამარის სადროშე“ დააფუძნა. სადროშეს მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. მოეწყო თამარობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა, შოთა რუსთაველის ძეგლიდან რიყის პარკამდე, რომელიც ახალგაზრდების შემოქმედებითი საღამოთი დასრულდა. სადროშეს წევრებმა მოსახლეობას თამარობა მიულოცეს და წმინდა თამარ მეფის ხატები აჩუქეს. რიყის ამფითეატრში...