Psychology center of Davitianni
“Connet to psychology”
დავითანნის ფსიქოლოგიის ცენტრის საქმიანობის სფეროა, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია, არაფორმალური განათლების წახალისება ფსიქოლოგიის დარგში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: სტრესისა და აგრესიის მართვა, განწყობა, ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაცია, სამოქალაქო ტოლერანტობის გაზრდა შშმ პირების მიმართ და მათი ინტეგრაცია სოციუმში.
ორგანიზაციის ამოცანებია
• თანამედროვე ფსიქოლოგიური ტენდენციების შესახებ საზოგადოებრივი განხილვების ორგანიზება მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა, და სტუდენტთა აქტიური ჩართულობით.
- ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების თაობაზე ფსიქოლოგიური დისკუსიების ორგანიზება ფსიქოლოგთა ახალგაზრდა მკვლევართა, და სტუდენტთა აქტიური ჩართულობით.
- ახალგაზრდა თაობაში სამოქალაქო აქტიურობის გაზრდა
- მუშაობა სოციუმში ადაპტაციის საკითხებზე სტრესში მყოფი პირებისთვის.
- ბავშვებში შემოქმედებითობის განვითარება და ღირებულებათა სისტემის ჯანსაღი ჩამოყალიბება.
დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი იკვლევს
საზოგადოებისათვის აქტუალურ პრობლემებს, მათ გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის შესაძლო გზებს ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით.
ატარებს
ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიას, სემინარებს/საჯარო განხილვებს, დისკუსიებს და სამუშაო შეხვედრებს შესწავლილი და საკვლევი სფეროების ირგვლივ, რათა ფართო საზოგადოებას, მედიას და შესაბამისი სფეროს სპეციალისტებს მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია კვლევის შედეგებისა და მნიშვნელობის თაობაზე.
უზრუნველყოფს
სტუდენტთა და ახალგაზრდობის ჩართვას კვლევების მომზადების პროცესში და მათი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის პოპულარიზაციას.
ხელს უწყობს
სტუდენტებსა და დამწყებ ფსიქოლოგებს მიიღონ პირველი პრაქტიკული გამოცდილება პროფესიაში, დაგეგმონ და აწარმოონ საქართველოსთვის პრიორიტეტული სოციალური პროექტები.