Psycho Club
ფსიქოკლუბის საქმიანობა მიზნად ისახავს ფსიქოლოგიის მეცნიერების პოპულარიზაციას. სფეროში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე დაკვირვებას და ანალიზს. კლუბის საქმიანობა გათვლილია სტუდენტებზე და მათ აქვთ საშუალება დახვეწონ და განივითარონ ფსიქოლოგიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. ისინი შეძლებენ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას; მომავალ ფსიქოლოგებთან დაახლოებასა და გამოცდილების გაზიარებას. ჯგუფური მუშაობების შედეგად საკუთარ თავთან და გარემოსთან ჰარმონიულ ურთიერთობას.
– ვის შეუძლია პროექტში ჩართვა?
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ სტუდენტებს და ასევე ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირებსაც. ყოველი შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრებს ექნებათ საშუალება დააგროვონ ბონუს ქულები, რითაც ყველაზე აქტიურ psycho club-ერს გამოვავლენთ რომელსაც ექნება საშუალება მომდევნო შეხვედრის თემა თვითონ წარმოადგინოს. ასევე სტუდენტებზე და პირებზე, რომლებიც დაინტერესებული არიან ფსიქოლოგიით მათზე შეზღუდვა არ იქნება, უბრალოდ პასიური მსმენელები თავისთავად გამოეთიშებიან კლუბის საქმიანიბას.
– რა სახის აქტივობებს მოიცავს კლუბის საქმიანობა?
კლუბის შეხვედრები არის თვეში ორჯერ. ყოველი შეხვედრა მოიცავს მრავალფეროვან აქტივობათა სერიას – კერძოდ, წიგნების, ანიმაციების, ფილმების გარჩევა ფსიქოლოგიურ ჭრილში; დისკუსიები; როლური თამაშები; პრაქტიკული სავარჯიშოები; ფსიქოლოგიურ თეორიათა განხილვა და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება.
– რის საფუძველზე მოხდება წევრების შერჩევა და სად გაიმართება შეხვედრები?
შერჩევა მოხდება აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე. უპირატესობა ენიჭებათ ფსიქოლოგიის ფაკულეტის სტუდენტებს. კლუბის შეხვედრები გაიმართება დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში. ასე, რომ ვიწვევთ ფსიქოლოგებსა და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ კლუბის საქმიანობაში და მიიღონ გამოცდილება.
დავითიანნის მშობელთა სკოლა
დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში და პირველად საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო მშობელთა სკოლამ!
რომლის ფარგლებშიც დაარსდა მშობელთა კლუბი და სასწავლო შემეცნებითი კურსი მშობლებისათვის, აღმზრდელებისთვის და ბავშვთა ფსიქოლოგიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
სასწავლო კურსის მიზანია დაეხმაროს მშობლებს, აღმზრდელებს (ბავშთვთა ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირებს) ბავშვის ფსიქოლოგიის შესწავლაში. კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან კომუნიკაციის ფორმებს და აღზრდის სხვადასხვა მეთოდებს, რაც მათ დაეხმარება შვილებისა თუ აღსაზრდელების სწორ აღზრდასა და განვითარებაში. შედეგად, მშობლები და აღმზრდელები საკუთარ თავში განავითარებენ კრეატიულობას, ინდივიდუალიზმს, თანაგრძნობისა და მოსმენის უნარს, რითაც ბავშვებს დაეხმარებიან სოციუმში უკეთ ადაპტირებასა და წარმატებულ ფუნქციონირებაში.
კურსის გავლით, სტუდენტი მიიღებს ბავშვთან, მის აღზრდასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ ცოდნას. გააცნობიერებს ბავშვის განვითარების, მისი სწორი აღზრდის თეორიულ საფუძვლებს, მათი პრაქტიკაში გამოყენების აქტუალობასა და სპეციფიკას.
მუშაობა მოხდება შემდეგ საკითხებზე:
- ბავშვის განვითარება
- განვითარების დარღვევები
- ბავშვის აღზრდა- ოჯახში როლური გადანაწილება
- კრიზისული პერიოდები- შიშები, ფობიები
- მიჯაჭვულობების ტიპები/სახეობები
- ადაპტაცია ბაღსა და სკოლაში
- შემოქმედებითობა და მისი ღირებულება ბავშვის განვითარებაში
კურს წარუძღვებიან ფსიქოლოგები:
- გეშტალტთერაპიაში ევროპული აკრედიტაციის კანდიდატი, ფსიქოლოგი- სალომე საბიაშვილი
- დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი- ნინო კერესელიძე
- გეშტალტთერაპიაში ევროპული აკრედიტაციის კანდიდატი, ექიმი-ფსიქოლოგი- თამარ ლოლაძე
- სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი
- ადიქციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი- მარინა კაჭარავა
- ექიმი-ფსიქოთერაპევტი, პედიატრი, გეშტალტ თერაპევტი – ლია თუშიშვილი
კურსის გავლის შემდგომ ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრა რომლის მიხედვითაც დადგინდება სერტიფიკატის დონე (A;B;C;D). შესაბამისად მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა 2 თვე (16შეხვედრა)
შეხვედრები ჩატარდება: დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში შაბათ-კვირას
კურსის მონაწილეები ავტომატურად ხდებიან მშობელთა კლუბის წევრები რომლის ფარგლებშიც გაიმართება დახურული შეხვედრები მხოლოდ კლუბის წევრებისათვის.
პრაქტიკული კურსი ფსიქოლოგიაში
დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის პრაქტიკა, მოიცავს: 90 საათ ინტენსიურ მუშაობას მეთვალყურეობის ქვეშ.
გარდა ამისა პრაქტიკანტები თავად შეძლებენ სხვადასხვა თემატიკაზე იმიტირებული ვორქშოპებისა და ტრენინგების ჩატარბას, საკუთარ ჯგუფში. განიხილავენ ქეისებს სპეციალისტებთან ერთად. თითოეულ პრაქტიკანტს სურვილისამებრ შეეძლება იმუშაოს ბავშვებთან და ბავშვთა პრობლემებთან ან მოზარდობის თემაზე. რაც გულისხმობს: ბავშვებთან სამუშაო საჭირო ტექნიკების ათვისებას და უნარების გამომუშავებას. მათ მოუწევთ თითოეული შემთხვევის შესახებ მიზნისდასახვა თუ რა ტიპის ჩარევაა საჭირო. პრაქტიკული შეხვედრები ტარდება დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში
პრაქტიკანტები 30 შეხვედრის მანძილზე შეისწავლიან შემდეგ თემებზე პრაქტიკულ და თეორიულ მუშაობას:
1 სიმბოლდრამა
2 კონსულტირების ტექნიკები
3 ხელოვნების ფსიქოლოგია
4 საჯარო გამოსვლის ტექნიკები
5 ტენინგის ჩატარების ბაზისური ცოდნა
6 კომუნიკაციის ფსიქოლოგია
7.სტრესის მენეჯმენტი
- წარმატება და მოტივაცია.
9.არტ-თერაპია
10.შესავალი გეშტალტთერაპიაში
შეხვედრებს წარუძღვებიან დავითიანნის ფსიქლოგიის ცენტრის ფსიქოლოგები:
- გეშტალტთერაპიაში ევროპული აკრედიტაციის კანდიდატი, ფსიქოლოგი- სალომე საბიაშვილი
- დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი- ნინო კერესელიძე
- ტრენერი სტრესის მართვის საკითხებში- ნინო თოფურია
- კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი – ნინო კაიშაური
ჯგუფის შეხვედრების განრიგს ადგენს ჯგუფი.
შემეცნებითი კურსი ბავშვებისთვის “ბავშვი წარმატების გზაზე”
ბავშვთა შემეცნებითი კურსი მოიცავს:
- პრობლემის აღმოჩენა
► მშობელთა კონსულტირება
►ბავშვის გონებრივი, ემოციური და სოციალური უნარების დადგენა.
- ბავშვების სოციალური უნარ-ჩვევების შემუშავება და ემოციური სფეროს განვითარება, რაც გულისხმობს:
►მათ მიერ სოციალურ გარემოში უკეთ ადაპტირებას, თანატოლებთან და მოზრდილებთან ეფექტური კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;
►სხვა ადამიანის პატივისცემას, თანაგანცდასა და ურთიერთგაგებას
►ურთიერთობები ოჯახში და სოციუმთან.
►კრეატიულობა და თვითშეაფასება
►ლოგიკური აზროვნება
►ყურადღება და მოტივაცია
►წვრილი და მსხვილი მოტორიკა
►გუნდური მუშაობის უნარი
►მეტყველების განვითარება
►თვითმომსახურების უნარების გამომუშავება-დახვეწა
►შემეცნებითი და როლური (სიუჟეტური) თამაშები
►სკოლისთვის მზაობა.
კურსი განსაკუთრებით დაეხმარება იმ ბავშვებს,რომლებსაც აქვთ შემდეგი სახის სირთულეები:
►უჭირთ საკუთარი პიროვნების (სურვილების) გამოხატვა;
►აქვთ თანატოლებთან და მოზრდილებთან ურთიერთობის სირთულე, ადვილად ვერ იძენენ მეგობრებს, თავს მარტოდ გრძნობენ, ან ყველას მეგობარს უწოდებენ;
►არიან მორცხვები, „ბუტიები“, ვერ ახდენენ ჯგუფში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და ინტერესების დაცვას ;
►დაჩაგრულად, გარიყულად გრძნობენ თავს;
►ზედმეტად ფიცხები არიან , ან უჭირთ სხვისგან მომდინარე ბრაზთან გამკლავება.
- შედეგების გაცნობა მშობლებისთვის
►კურსის გავლის შემდეგ ბავშვი შეძლებს თანატოლებთან და ოჯახის წევრებთან დადებითი ურთიერთობების დამყარებას, საკუთარ უნარებში დარწმუნებას და მის გამოყენებას წარმატებისთვის.
კურსი განკუთვნილია 5 დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.