მოხუცთა პანსიონატი
27 იანვარს, “ვაჩუქოთ მომავალს ღიმილის” ორგანიზებით “დალკი” იყო თემქის მოხუცთა თავშესაფარში. გამართულ პოეზიის საღამოში მონაწილეობის სურვილი პანსიონატის მცხოვრებლებმაც გამოთქვეს.
——————————————————————————————
“ეს X ია “-ს პრეზენტაცია
11 იანვარს,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დაბრაზ-გალერეაში გაიმართა ლეილა გრძელიძის კრებულის,სახელწოდებით “ეს X ია” ,პრეზენტაცია. ავტორის თხოვნით “დალკმა” მისი ლექსებით აწყობილი პერფორმანსი შესთავაზა სტუ-ს ლექტორატს,მწერლებს,პოეტებს და ლიტერატურათმცოდნეებს. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ქეთი პაპავა.
——————————————————————————————
ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი
30 ოქტომბერს “დალკმა” მონაწილეობა მიიღო “ვაჩუქოთ მომავალს ღიმილის” მიერ ორგანიზებულ აქცია კონცერტში დევიზით-“ლეიკემია იკურნება” ,ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.
——————————————————————————————
ლიტერატურული საღამო ლიგამუსში
3 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიგამუსში გაიმართა “დალკის” ლიტერატურული საღამო. საღამო მიმდინარეობდა სტუდენტების ნახატების გამოფენის პარალელურად.
——————————————————————————————
100 000 მოწამის ხსენების დღე
დავითიანნთან არსებულმა ლიტერატურულმა კლუბმა, “დალკმა” 100 000 მოწამის ხსენების დღე საქართველოს ემოციური ლიტერატურული “პერფორმანსით” მიულოცა.. 100 000 მოწამის თავდადების ისტორიასთან ერთად მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები,რამაც მაყურებელში უფრო გაამძაფრა ამ მნიშვნელოვანი დღის განცდა.
———————————————————————————————
I(აი) თაობა
2011 წლის 9 ივნისს ლიტ-კაფე “ქარავანში” გაიმართა “დავითიანნთან” არსებული ლიტ. კლუბის “დალკის” პრეზენტაცია და პოეტური პერფორმანსი ეგიდით Iთაობა. “დალკელებმა” წაიკითხეს საკუთარი შემოქმედება, საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ორი ახალგაზრდული ბენდი “მალე” და “გალარასა”.