“დავითიანის სადროშე” – მეხუთე აქტივობა
„დავითიანის სადროშემ“ დევიზიდან გამომდინარე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ რიგით მეხუთე ღონისძიება განახორციელა. 28 აპრილს სადროშეს წევრებმა ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, წინა სააღდგომოდ მუხათგვერდის სასაფლაოზე გაწმინდეს და დაასუფთავეს მიტოვებული სასაფლაოები, რის შემდეგაც აღავლინეს მათი სულის მოსახსენიებელი ლოცვა და სიმბოლურად დარგეს ბზის ნერგები მათ სასაფლაოებზე. დავითიანნი, სადროშეს წევრებს მადლობას უხდის სადროშეს ფასეულობათა „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი “-ის მსახურების, ერთგულებისა და დაცვისათვის.
—————————————————————————-
2013 წლის 31 მარტს დავითიანნის სარაგბო კლუბის მოთამაშეების ბაზაზე დაარსდა „დავითის სადროშე,“ რომელიც მოქმედებს „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“- ის (როგორც ამას ბრძანებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II) მსახურების, ერთგულებისა და დაცვის პრინციპით . „დავითის სადროშეს“ პირველი ღონისძიების ფარგლებში სადროშეს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა საგურამოს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გახსნის ცერემონიაში, გაეცნენ ზედაზენის მონასტრის ისტორიას, არქიტექტურას, წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრებას და დაასუფთავეს ზედაზენის ნაკრძალი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დასუფთავების შედეგად 100 ტომარაზე მეტი ნაგვის ნარჩენი შეგროვდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი მოსახლეობის ბუნებისადმი არასწორ დამოკიდებულებაზე. ეს ძალზედ სამწუხარო ფაქტია. ასევე „დავითის სადროშე“- ს წევრები დაუმეგობრდენ საგურამოს მცირე ტიპის ბავშთა სახლის აღსაზრდელებს და მათთან ერთად გაატარეს ერთი დღე კულტურულ, შემოქმედებით და სპორტულ აქტივობებში. დავითიანნი, „ დავითის სადროშეს“ წევრებს მადლობას უხდის, მისი ფასეულობათა „ღმერთი, სამშობლო ადამიანი “-ის მსახურების, ერთგულებისა და დაცვისათვის.
—————————————————————————-
„დავითის სადროშემ“ დევიზიდან გამომდინარე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ რიგით მეოთხე ღონისძიება განახორციელა. 21 აპრილს სადროშეს წევრებმა წავკისში არსებული საპატრიარქოს ობოლ ბავშვთა თავშესაფრის მაცხოვრებლები მოინახულეს. ჩაუტანეს მათ შეშის მარაგი და დაუბინავეს.
ასევე პატივი მიაგეს ტაბახმელაში არსებულ იუნკერთა მემორიალს, გაეცნენ მათ გმირულ თავდადებას, ისტორიასა და ერთობლივად აღავლინეს მათი სულის მოსახენებელი ლოცვა.
დავითიანნი, „ დავითის სადროშეს“ წევრებს მადლობას უხდის, მისი ფასეულობათა „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი “-ის მსახურების, ერთგულებისა და დაცვისათვის.
—————————————————————————-
„დავითის სადროშე“-მ დევიზიდან გამომდინარე „ღმერთი, სამშლობო, ადამიანი“ რიგით მეორე ღონისძიება განახორციელა. 7 აპრილს სადროშეს წევრებმა მოინახულეს ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის მსაჯვრდებულები, მიულოცეს ხარების ბრწყინვალე დღეესასწაული და საჩუქრად გადასცეს დავითიანნის ხატები. მსჯავრდებულებთან ერთად, გამართეს ამხანაგური მატჩი რაგბში, რითაც თანატოლებს ცხოვრების კიდევ ერთ დღე გაუხალისეს. „დავითის სადროშეს“ წევრებმა ასევე დაასუფთავეს საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკი, მიიღეს მონაწილეობა შემეცნებით სპორტულ ღონისძიებებში, მოინახულეს ტყე-პარკში არსებული მამათა მონასტერი. მონასტრის წინამძღვარმა მამა დავითმა (კემულარია ) მიიღო და დალოცა ახალგაზრდები. დღის ბოლოს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სადროშეს წევრები მსვლელობით გაემართნნენ ნარიყალას ციხე-სიმაგრისკენ, სადაც აღავლინეს ეთობლივი ლოცვა პატიოსანი ჯვრის წინაშე. (აღსანიშნავია, რომ ეს ჯვარი 2010 წელს ჯვართამაღლების დღესასწაულზე დავითიანნმა აღმართა) დავითიანნი, „ დავითის სადროშეს“ წევრებს მადლობას უხდის, მისი ფასეულობათა „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი “-ის მსახურების, ერთგულებისა და დაცვისათვის.